რეზონანსი
26.04.2017

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, უახლოეს თვეებში მთელი საქართველოს მასშტაბით გზებზე ვიდეო რადარების დამონტაჟების პროექტი დაიწყება, - ამის შესახებ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი სეთურიძემ განაცხადა.

სეთურიძის თქმით, ასე გაცილებით მარტივად გამოვლინდებიან ის პირები, რომლებიც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესებს არ იცავენ.

„ხელისუფლება უახლოეს თვეებში იწყებს უპრეცედენტო ვიდეო რადარების სისტემის დამონტაჟების პროექტს მთელი საქართველოს მასშტაბით. მათ შორის მუნიციპალურ გზებზე და დასახლებულ პუნქტებში. ეს საშუალებას მოგვცეს, რომ გამოვავლინოთ ის პირები, რომლებიც არ იცავენ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესებს, რაც სამწუხაროდ, სავალალო შედეგებით სრულდება ", - განაცხადა სეთურიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×