რეზონანსი
27.04.2017

 საქართველოს სახალხო დამცველი სტრასბურგში შეხვედრებს მართავს. ომბუდსმენმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

უჩა ნანუაშვილის თქმით, ყურადღება გამახვილდა კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე, სასამართლო სისტემაში არსებულ ხარვეზებზე, პოლიციის მხრიდან შესაძლო არასათანადო მოპყრობის გახშირებულ ფაქტებსა და პენიტენციარულ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობაზე.

„გვქონდა დეტალური საუბარი სასამართლო სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე, პროკურატურაზე, სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობაზე, არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, ქალთა მიმართ ძალადობაზე" , - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

დღეს უჩა ნანუაშვილი ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდება.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×