რეზონანსი
27.04.2017

 გარემოს დაცვის ინსპექციამ სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინა. შპს „ბესტი 2015"-ის წარმომადგენლებმა, 1597 ტონა მანგანუმის ნედლი მადანი უკანონოდ მოიპოვეს. გარემოზე მიყენებული ზიანის ოდენობა 41450.51 ლარით განისაზღვრა, რაც მნიშვნელოვანი ზიანის კატეგორიას განეკუთვნება.

საქმე შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს და დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურას გადაეგზავნა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა კიდევ ერთი კანონდარღვევა სამცხე-ჯავახეთში დააფიქსირა. ინსპექციამ ორი დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინა.

ბორჯომში, ახალდაბასა და სოფელ მზეთამზეში, მოქალაქეებს - მამუკა სარალიძესა და დავით გელაშვილს მოწყობილი ჰქონდათ დაურეგისტრირებელი სახერხი საამქროები, სადაც განთავსებული იყო უკანონოდ მოპოვებული მრგვალი მორი და პირველადი გადამუშავების პროდუქტი- ფიცარი. სახერხი დანადგარები დაილუქა და შესაბამისი აქტები შედგა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×