რეზონანსი
27.04.2017

 19 წლის გარდაცვლილი ახალგაზრდას, შოთა ცირგაიას ოჯახის წევრებმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოსთან მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი მკურნალი ექიმის დასჯას ითხოვენ. გარდაცვლილის დედის განცხადებით, მისი შვილი ექიმების დაუდევრობის გამო დაიღუპა.

შოთა ცირგაიას ოჯახის წევრებმა საავადმყოფოს შესასვლელი ჩაკეტეს. მათ მოგვიანებით საავადმყოფოს ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც შეხვდნენ.

ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს სამედიცინო მენეჯერი განმარტავს, რომ ელოდებიან სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დასკვნას და კონკრეტულ სამედიცინო პერსონალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ამ დასკვნის საფუძველზე მიიღებენ.

შოთიკო ცირგაია ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გასული წლის ნოემბერში გართულებული პნევმონიის დიაგნოზით მიიყვანეს. მდგომარეობის დამძიმების შემდეგ თბილისში გადაჰყავდათ, თუმცა გზაში გარდაიცვალა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×