„ „ბრექსიტის" შემდეგ დიდ ბრიტანეთს არ და ვერ ექნება ისეთივე უფლებები, როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს. სამწუხაროდ ბრიტანეთის მოსახლეობა კვლავ ამ ილუზიებით ცხოვრობს" , - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
ანგელა მერკელმა ბრიტანეთი გააფრთხილა, რომ ევროკავშირთან მომავალ ურთიერთობებზე მსჯელობა შეუძლებელია მანამ, სანამ გაერთიანებას საბოლოოდ არ დატოვებენ. ამის შესახებ ინფორმაციას „dailysabah"-ი ავრცელებს.
„მომავალ ურთიერთობებზე შეგვიძლია ვისაუბროთ მხოლოდ მაშინ,როდესაც ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის შესახებ ყველა კითხვაზე ამომწურავ პასუხს მივიღებთ" , - განაცხადა ანგელა მერკელმა ბუნდესტაგში, ევროკავშირის სამიტის წინ.
ლორდთა პალატამ „Brexit"-ის კანონი 14 მარტს დაამტკიცა. დედოფალმა ელისაბედ II-მ დოკუმენტს ხელი 16 მარტს მოაწერა. გაერთიანებული სამეფო ევროკავშირს საბოლოოდ, 2019 წლის მარტში დატოვებს.
2016 წლის 23 ივნისს დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას, რეფერენდუმში მონაწილეთა ნახევარზე მეტმა მხარი დაუჭირა. ევროკავშირიდან გასვლის მოწინააღმდეგე პრემიერი, დევიდ კამერონი კი გადადგა.