რეზონანსი
27.04.2017

 საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე გამოძიება დაასრულა და საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში, არსებითი განხილვის მიზნით წარიმართა.

საგამოძიებო ორგანოს განცხადებით,მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ საქმე ეხება ანგარებით, თანამდებობრივი მდგომარეობის და მატერიალური სარგებლის შენარჩუნების მოტივით, განზრახ მკვლელობის მომზადებას.

საქმე სასამართლოში წარიმართა სისხლის სამართლის კოდექსის მე-18 და 109-ე მუხლებით, რაც ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადებას გულისხმობს და სასჯელის სახით 16-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია,რომ გამოძიების ფარგლებში საქმეზე ჩატარდა 600-მდე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, დაიკითხა 70-მდე მოწმე, ჩატარდა 20-მდე ჩხრეკა/ამოღება და 100-მდე დათვალიერება. საქმეზე დაინიშნა და ჩატარდა ექსპერტიზები. მიღებული დასკვნებით დადგინდა, რომ ბრალდებულის ბარგიდან ამოღებული ნივთიერება წარმოადგენს სწრაფი მოქმედების ძლიერ შხამს - ნატრიუმის ციანიდს, რომლის ოდენობა საკმარისი იყო რამდენიმე ადამიანის სიცოცხლის მოსასპობად.

გიორგი მამალაძეს ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის გამოც აქვს წარდგენილი. წინასასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 5 მაისს გაიმართება. 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×