მარიამ ელიაშვილი
28.04.2017

-საქართველოს ახალგაზრდული კავშირის" ორგანიზებით, 9 მაისს თბილისში, შესაძლოა, რუსი ბაიკერების - "ღამის მგლების" წარმომადგენლები ჩამოვიდნენ და ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ პერფორმანსში მიიღონ მონაწილეობა.

"ღამის მგლები" რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული რუსი ბაიკერები არიან, რომლებიც ფაშიზმზე გამარჯვების ნიშნად ყოველი წლის 9 მაისს მთელი ევროპის მასშტაბით ავტოგარბენას აწყობენ.

უნდა დაუშვას თუ არა ხელისუფლებამ რუსი "ღამის მგლების" შემოსვლა საქართველოში? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წევრებს მიმართა.

 გივი სიხარულიძე (მსახიობი): "გიორგის ლენტის" იდეა არ მომწონს. ჩვეულებრივად თუ შემოვლენ და აღნიშნავენ ამ დღეს, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ."

.

 

 

 

 

 გია ანჩაბაძე (ისტორიკოსი): "თუ ისინი აქციის ჩატარებას არ აპირებენ და დოკუმენტებიც წესრიგში აქვთ, ვფიქრობ, პრობლემა არაა."

 

 

 

 

 მიხეილ ცაგარელი ასტროლოგი): "მათ ჩამოსვლაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. ჩვენ მაშინ ერთი ქვეყანა ვიყავით, ვიბრძოდით ერთი ინტერესისთვის და ამ ინტერესს რომ არ გაემარჯვა, შეიძლება საქართველო და ქართველები არც ვყოფილიყავით. ისინი აღნიშნავენ მეორე მსოფლიო ომში კაცობრიობის გადარჩენას და არა საქართველოზე გამარჯვებას. ამიტომ მე ამას მივესალმები."

 

 

 ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი): "თუ მშვიდობიანი მისიით ჩამოდიან და პროვოკაციებს არ გეგმავენ, ჩამოვიდნენ, გაისეირნონ, ნახონ, როგორ ვვითარდებით. მაგრამ თუ ისინი დიდი რუსეთის დაბრუნების იდეას ქადაგებენ, არ მგონია, მათი შემოსვლა მისაღები იყოს."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×