რეზონანსი
28.04.2017

 საერთაშორისო ორგანიზაცია „Freedom House"-მა 2017 წლის პრესის თავისუფლების ინდექსი გამოაქვეყნა. რეიტინგში საქართველო ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების სიაში მოხვდა და 100-დან 50 ქულა მიიღო. ანგარიშში ასევე საქართველოს საკანონმდებლო, პოლიტიკური და ეკონომიკური გარემოა შეფასებული.

საკანონმდებლო გარემოს თავისუფლების მხრივ, საქართველომ 30-დან 13, პოლიტიკური თავისუფლების მხრივ კი 40-დან 21 ქულა მიიღო. საერთაშორისო ორგანიზაციამ საქართველოში ეკონომიკური თავისუფლება 30-დან 16 ქულით შეაფასა.

საქართველო გლობალურ რეიტინგში 102-ე ადგილზეა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის საუკეთესო მაჩვენებელი აქვს. ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნის სტატუსი პოსტსაბჭოთა სივრცეში მხოლოდ საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას აქვთ.

საქართველო 2016 წელსაც ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების სიაში მოხვდა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×