რეზონანსი
28.04.2017

 გელათის მონასტერთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს სატვირთო ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა, რომელშიც ზესტაფონის სკოლის მოსწავლეები ისხდნენ. შემთხვევის შედეგად სამი ბავშვი დაშავდა. ისინი ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში გადაიყვანეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების დარღვევის შედეგად, ჯანმრთელობის დაზიანების გამოწვევას გულისხმობს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×