რეზონანსი
28.04.2017

 ვაშინგტონსა და ფხენიანს შორის არსებული დაძაბულობა შესაძლოა დიდ შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდოს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა სააგენტო „reuters"-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩრდილოეთ კორეის ბირთვული და სარაკეტო პროგრამის პრევენციის მიზნით, ფხენიანთან მასშტაბური კონფლიქტი შესაძლებელია, თუმცა პრობლემის დიპლომატიური გზებით მოგვარება უმჯობესია" , - განაცხადა ტრამპმა.

დონალდ ტრამპის თქმით, აშშ-ის სხვა პრეზიდენტების მსგავსად, კორეის ნახევარკუნძულის საკითხის მოგვარება ახალ ადმინისტრაციასაც მშვიდობიანად სურს, თუმცა დიპლომატიური გადაწყვეტა რთულია.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ ჩინეთის ლიდერი ცდილობს ხელი შეუწყოს პრობლემის გადაჭრას.

„ვიცი, რომ მას სურს რაღაცის მიღწევა", - თქვა დონალდ ტრამპმა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×