აშშ-ის ყოფილი პირველი ლედის, მიშელ ობამას თქმით, ის არასოდეს დაიწყებს პოლიტიკურ საქმიანობას, რადგან შვილებს ამას კიდევ ერთხელ ვერ სთხოვს. ამის შესახებ „CNN"-ი წერს.
თეთრი სახლის დატოვების შემდეგ პირველი საჯარო გამოსვლის დროს, მიშელ ობამამ განაცხადა, რომ მეუღლის პრეზიდენტობის დროს მათ ოჯახში დაძაბულობა იყო და არ სურს ეს პერიოდი განმეორდეს.
მიშელ ობამამ განაცხადა, რომ ის მზად არის ქვეყანას დაეხმაროს, როგორც რიგითი მოქალაქე ისე, რომ პოლიტიკური ყურადღების ცენტრში აღარ მოექცეს.
როგორც ყოფილმა პირველმა ლედიმ განაცხადა, ის გააგრძელებს საქმიანობას ახალგაზრდა გოგონების და ქალების დასახმარებლად, რომლებიც განათლების მიღების, ჯანმრთელობის, ეკონომიკური უთანასწორობის ან ძალადობის პრობლემების წინაშე მარტო არიან.
მიშელ ობამა 2009-დან 2017 წლამდე აშშ-ის 46-ე პირველი ლედი იყო.