ჩინეთი ევროპის კოსმოსურ სააგენტო - „ESA"-სთან ერთად, მთვარეზე დასახლებული ბაზის შექმნას აპირებს. ამის შესახებ გამოცემა „Independent"-ი წერს.
ჩინეთის ნაციონალური კოსმოსური ცენტრის ხელმღვანელთან, ჩან იულნთან მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს. „ESA"-ს გენერალური დირექტორი იოჰან-დიტრიხ ვორნერი „მთვარის სოფელს" მარსზე გასაფრენ პოტენციურ ბაზად და მთვარის ტურიზმის განვითარების საფუძვლად მიიჩნევს.
„ჩინეთს უკვე აქვს მთვარის ზედაპირის ათვისების ამბიციური გეგმა. 60-იანი წლების შემდეგ ტერიტორია არ განვითარებულა და ჩვენ ამას თანამედროვე ტექნოლოგიებით ვაპირებთ" , - განაცხადა ჩან იულნმა.
ჩინეთს დიდი ხნის განმავლობაში საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე არ უშვებდნენ, ძირითადად ამერიკული კანონის გამო, რომელიც მსგავს თანამშრომლობას კრძალავდა. გარდა ამისა, ჩინური და ევროპული კოსმოსური სააგენტოების მთავარი კონკურენტი ამერიკული „SpaceX"-ია, რომელიც წლის ბოლოს მთვარის ირგვლივ სამოგზაუროდ პირველ ორ ტურისტს გაუშვებს. მედიის ცნობით, „SpaceX"-ის გაფრენისთვის ბილეთები უკვე გაყიდულია.
ჩინეთის პირველი კოსმოსური ხომალდი კოსმოსში 2003 წელს გაფრინდა.