რეზონანსი
28.04.2017

 „პოლონეთის ერთ-ერთ ქსელთან უკვე ხელი ეწერება ხელშეკრულებას, უკვე გაიგზავნა ჩინეთში და ვიწყებთ ექსპორტს. ქართველ მომხმარებელსაც ძალიან მოსწონს ახალი პროდუქტი". ამის შესახებ "jimsher"-ის დამფუძნებელმა, ჯიმშერ ჩხაიძემ ტელეკომპანია „მაესტროს" ეთერში ისაუბრა.

პირველი ქართული ვისკის ბრენდის შექმნაზე კომპანია 10 წელზე მეტია მუშაობს. ალკოჰოლური სასმელი ქართული ღვინის კასრების გამოყენებით არის დამზადებული. მისი ფასი 45-დან 65 ლარამდე მერყეობს.

ჯიმშერ ჩხაიძის თქმით, ჯერჯერობით ვისკის ორი სახეობა, „საფერავის კასრი" და „ბრენდის კასრი" გამოვიდა. იგეგმება მესამე სახეობა - „წინანდლის კასრის" გამოშვებაც.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×