რეზონანსი
28.04.2017

 ახმეტაში ალავერდის ეპარქიის მრევლი რამდენიმე დღის წინ პანკისში, სოფელ ჯოყოლოში მშენებარე ქრისტიანული სალოცავის დანგრევას აპროტესტებს. მოსახლეობის ნაწილი ხელისუფლებას მიმართავს და საქმის დროულ და ეფექტურ გამოძიებას მოითხოვს.

აქციის მონაწილეებს ალავერდელი მიტროპოლიტი მეუფე დავითი შეხვდა. როგორც მეუფემ აღნიშნა, ხალხს შორის დაპირისპირება არ უნდა მოხდეს და ამისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს.

„ეს არის განზრახ გადადგმული ნაბიჯი ამ ორი ხალხის დასაპირისპირებლად, მაგრამ ხალხი ბრძენია და ყველაფერს ხვდება" , - განაცხადა მიტროპოლიტმა დავითმა.

პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში ადგილობრივ მცხოვრებს, რომელიც სალოცავის აღდგენას ცდილობდა, აღდგომის მეორე დღეს ის დანგრეული დახვდა.

შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×