რეზონანსი
28.04.2017

 გერმანიის ბუნდესტაგმა კანონპროექტი მიიღო, რომელიც სახელმწიფო უწყების თანამშრომლებისთვის სამუშაო დროს ნიქაბის ან ბურკას ტარებას კრძალავს. ამის შესახებ ინფორმაციას „BBC"-ი ავრცელებს. ახალი ზომები სახელმწიფო მოხელეებს, მოსამართლეებსა და სამხედროებს ეხებათ.

2016 წლის დეკემბერში გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა მხარი დაუჭირა ქვეყანაში ნიქაბისა და ბურკას ტარების აკრძალვას და განაცხადა, რომ მისი ტარება ყველგან უნდა აიკრძალოს, სადაც კი ეს შესაძლებელია.მისი თქმით, გერმანიაში, ადამიანებთან კომუნიკაციისას სახის დემონსტრირებაა მიღებული.

„ეს ჩვენი არაა, ჩვენთვის მიუღებელია სრულად დაფარული სხეულითა და სახით იარო", - განაცხადა მერკელმა.

14 მარტს ევროსასამართლომ დამსაქმებლებს სამსახურში რელიგიური ტანსაცმლის ტარების აკრძალვის უფლება მისცა. გადაწყვეტილებით, მსგავსი დაშვება შეუძლია გამოიყენოს მხოლოდ იმ ორგანიზაციამ, რომლის შინაგანაწესი რელიგიური, პოლიტიკური ან ფილოსოფიური ხასიათის ტანსაცმლის ტარებას კრძალავს. სხვა შემთხვევაში ეს აღიქმება, როგორც პირდაპირი დისკრიმინაცია.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×