რეზონანსი
29.04.2017

 ამერიკელი სამხედროები ჩრდილოეთ კორეის მიერ მორიგი ბალისტიკური რაკეტის გამოცდას ადასტურებენ. თუმცა სამხრეთკორეელი სამხედროების ინფორმაციით, გამოცდა ისევ წარუმატებელი აღმოჩნდა - რაკეტა გაშვებიდან რამდენიმე წამში ჰაერში აფეთქდა.

ფხენიანმა ბოლოს მორიგი ბალისტიკური რაკეტა 15 აპრილს, ჩრდილოეთ კორეის დამფუძნებლის კიმ ირ სენის დაბადების დღეზე გამოსცადა, თუმცა - წარუმატებლად.

28 აპრილს, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა გაეროს მიმართა ჩრდილოეთ კორეასთან დიპლომატიური კავშირები შეეწყვიტა. ტილერსონს გაეროს გენერალური მდივანი არ დაეთანხმა. ანტონიო გუტერეშმა თქვა, რომ ფხენიანთან სიტუაციის გამწვავების თავიდან ასაცილებლად, მასთან კავშირები უნდა შენარჩუნდეს.

აშშ სამხრეთ კორეაში ანსიტასარაკეტო თავდაცვის სისტემას ათავსებს, რომლის მიზანია მიახლოებისას ახლო და საშუალო რადიუსის რაკეტების განადგურება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×