რეზონანსი
29.04.2017

 სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ ხურჩაში საოკუპაციო ხაზის გადმოწევა არ მომხდარა და ბოძები ჩასმულია საოკუპაციო ზოლზე. ადგილზე იმყოფებიან ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლები, ასევე, ქართული მხარე ინფორმაციას მიაწვდის ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას.

„საოკუპაციო ხაზის გადმოწევა არ მომხდარა. ეს არის ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელება და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ ფაქტზე მოახდენს რეაგირებას, ისევე, როგორც ყველა შესაბამისი უწყება ყველა დონეზე", - აცხადებენ სუს-ში.

გავრცელებული ინფორმაციით, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო საზღვარი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოწიეს. რუსეთის სამხედროებმა სიმინდის ყანებს ხის ბოძები უკვე შემოავლეს, რის შედეგადაც დამატებით 2 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთი საოკუპაციო რეჟიმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოექცა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×