რეზონანსი
29.04.2017

 ბრაზილიაში საყოველთაო გაფიცვას პოლიციასა და მანიფესტანტებს შორის დაპირისპირება მოჰყვა, აქტივისტებმა რიოში ავტობუსები და ავტომობილები დაწვეს. ბლოკირებული იყო ქუჩები. მანიფესტანტები მთავრობის მიერ შეთავაზებული შრომის კანონმდებლობისა და საპენსიო სისტემის რეფორმას აპროტესტებენ.

ქვეყნის პრეზიდენტი, მაიკლ ტემერი წუხილს გამოთქვამს მომხდარის გამო, თუმცა ამბობს, რომ ყველა ნაბიჯს გადადგამს ქვეყნის მოდერნიზაციისთვის. მისი თქმით, ბრაზილიელი მუშები და მთავრობა ერთობლივად მუშაობენ, რათა ქვეყანა თავისი არსებობის ისტორიაში ყველაზე მძიმე მდგომარეობიდან გამოიყვანონ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×