რეზონანსი
29.04.2017

 ევროკავშირის სამიტს, რომელზეც Brexit-ზე და ლონდონთან სამომავლო ურთიერთობებზე იმსჯელებენ, დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი არ დაესწრება.

ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის თქმით, ხალხზე, ფულზე და ირლანდიაზე სამომავლო ურთიერთობების განხილვამდე უნდა შეთანხმდნენ.

გაერთიანებულ სამეფოს კი სავაჭრო ურთიერთობებზე მოლაპარაკებების გადადება არ სურს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერმა, ტერეზა მეიმ წერილს, რომლითაც ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურა - Brexit-ი ამოქმედდა, ხელი 29 მარტს მოაწერა. ლისაბონის შეთანხმების მიხედვით შედგენილი წერილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს წარედგინა. გეგმის მიხედვით, გაერთიანებული სამეფო ევროკავშირს საბოლოოდ 2019 წლის მარტში დატოვებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×