რეზონანსი
29.04.2017

 „NHK"-ს ინფორმაციით, ამერიკული ავიამზიდი „კარლ ვინსონი", კორეის ნახევარკუნძულზე უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ჩრდილოეთ კორეის შეკავების მიზნით, იაპონიის ზღვაში შევიდა.

რამდენიმე დღის წინ, კორეასთან, აშშ-ის ავიამზიდების დამრტყმელი ძალების ჯგუფის ერთობლივი სწავლებები დაიწყო, რომელშიც აგრეთვე იაპონელი მეზღვაურები და „კარლ ვინსონი" მონაწილეობს.

24 აპრილს, ჩრდილოეთ კორეა დაიმუქრა, რომ „კარლ ვინსონს" ჩაძირავდა.

კორეის ნახევარკურძულზე სიტუაცია ძალიან დაძაბულია. ადრე, აშშ-ის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მზად არის ჩრდილოეთ კორეის სამხედრო ბაზებზე დარტყმა მიიტანოს, თუკი ფხენიანი კიდევ ერთ ბირთულ ცდას ჩაატარებს. ამაზე ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა განაცხადა, რომ ამერიკას აუცილებლად საპასუხო დარტმით უპასუხებს. მოგვიანებით, ოფიციალური ვაშინგტონის პოზიცია შეიცვალა და თეთრ სახლში აღნიშნეს, რომ ამ ეტაპზე აშშ-ი ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებას არ აპირებს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×