რეზონანსი
29.04.2017

 კალათბურთში 2017 წლის საქართველოს თასის მფლობელი ქუთაისის გუნდი გახდა.

ფინალურ შეხვედრაში „ქუთაისმა" „თბილისის დინამო" 86 - 77 დაამარცხა. შეხვედრა ქუთაისელთა უპირატესობით დაიწყო და ასეთივე დასასრულიც ჰქონდა. თბილისელთაგან საუკეთესო, 25 ქულით ილია ლონდარიძე იყო. ქუთაისელთაგან კი 19 ქულით, კაკი ლომოური გამოირჩეოდა, რომელიც ასევე, ფინალური შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა. მატჩის ბოლოს, საქართველოს თასის გადაცემის ცერემონია გაიმართა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×