რეზონანსი
29.04.2017

 უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა სოციალური ქსელის მეშვეობით განაცხადა, რომ რუსეთს ინტერპოლმა უკრაინის ექსპრემიერის ძებნაზე უარი უთხრა.

„ინტერპოლი ადეკვატური საერთაშორისო სამართლებრივი ორგანიზაციაა, რომელმაც გაითვალისწინა ჩემი მიმართვა და უარი უთხრა რუსეთს აბსურდულ შუამდგომლობაზე ", - დაწერა ავაკოვმა.

რამდენიმე დღის წინ, რუსეთის საგამოძიებო უწყებამ განაცხადა, რომ უკრაინის ექსპრემიერის ჩეჩნეთში 1994-1995 წლებში მომხდარ შეტაკებებში და რუსი სამხედროების წამებაში მონაწილეობის დამადასტურებელი მტკიცებულებები აქვს და ყველა სამართლებრივ გზას გამოიყენებენ, რათა შესაბამისად დაისაჯოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×