არჩევნების მეორე ტურამდე, პრეზიდენტობის კანდიდატმა მარინ ლე პენმა თავისი პრემიერმინისტრობის კანდიდატად, არჩევნების პირველ ტურში მონაწილე ნიკოლა დიუპონ-ენიანი დაასახელა.
ლე პენის თქმით, გამარჯვების შემთხვევაში დიუპონს პრემიერმინისტრად დანიშნავს:
„ჩვენ ვქმნით დიდ რესპუბლიკურ-პატრიოტულ ალიანსს და ერთად დავიცავთ ჩვენს სამთავრობო პროგრამას", - თქვა ლე პენმა.
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, 23 აპრილს, დიუპონ-ენიანს მხარი დაუჭირა ამომრჩევლების 4,7%-მა. მან 11 კანდიდატს შორის მეექვსე ადგილი დაიკავა. პირველ ტურში გაიმარჯვეს მარინ ლე პენმა (21,3%) და ცენტრისტმა ემანუელ მაკრონმა (24,01%) და მეორე ტურში გადავიდნენ, რომელიც 7 მაისს გაიმართება.