რეზონანსი
29.04.2017

„РИА Новости" - ის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტის გამოცდის შემდეგ, რუსეთმა თავისი ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემა სამხედრო მზადყოფნაში მოიყვანა. 

„რუსეთი ძალიან ყურადღებით ადევნებს თვალს იმას, რაც ჩრდილოეთ კორეაში მიმდინარეობს. ჩვენი ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემა შორეულ აღმოსავლეთში მაღალ საბრძოლო მზადყოფნაშია. ვაკონტროლებთ საჰაერო ზონას, რომელიც რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობის ქვეშაა", - აცხადებს რუსეთის თავდაცვის კომიტეტის უფროსი.

შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ კორეამ კიდევ ერთი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა, რომელიც წარუმატებლად დასრულდა. ეს უკვე მესამე სარაკეტო გამოცდაა, რომელიც აპრილის თვეში განხორციელდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×