რეზონანსი
29.04.2017

 იტალიური პრესის ინფორმაციით, ყოფილი პრემიერმინისტრი სილვიო ბერლუსკონი ქალაქ პორტოფინოში, საკუთარ სახლში წაიქცა და თავის ტრავმა მიიღო.

ჟურნალისტების ცნობით, შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. 80 წლის პოლიტიკოსმა ხალიჩის ნაპირს ფეხი წამოკრა, დაეცა და თავი დაიზიანა. ყოფილი პრემიერი მილანში გადაიყვანეს, სადაც ერთ-ერთ კერძო კლინიკაში თავზე ნაკრები დაადეს. ბერლუსკონის ექიმი ამბობს, რომ ტრავმა უმნიშვნელოა და ყოფილი პრემიერი თავს უკვე კარგად გრძნობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×