რეზონანსი
30.04.2017

 „ეროვნული ფრონტისა" და „აღსდექ, საფრანგეთოს" ლიდერებმა, მარინ ლე პენმა და ნიკოლა დიუპონ-ენიანმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე წინასაარჩევნო ალიანსის შექმნა გამოაცხადეს.

მარინ ლე პენის თქმით, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ის ნიკოლა დიუპონ-ენიანს საფრანგეთის პრემიერმინისტრად დანიშნავს.

დიუპონმა საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ხმების 4,7% მიიღო.

„დღევანდელი დღე ისტორიულია, ვინაიდან ჩვენ საფრანგეთის ინტერესები პარტიულ ინტერესებზე მაღლა დავაყენეთ", - აღნიშნა ნიკოლა დიუპონ-ენიანმა.

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 7 მაისს გაიმართება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×