რეზონანსი
30.04.2017

 „ქართული დასის" თავჯდომარე ჯონდი ბაღათურია სოციალური ქსელის მეშვეობით განაცხადა, რომ საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ჩამოსახლება ოჯახებით, მრავალრიცხოვანი ცოლებით და შვილებით მასიურად მიმდინარეობს.

მისი თქმით, იუსტიციის სამინისტრო მათ ფულის სანაცვლოდ ანიჭებს სპეციალურ სტატუსს: „მუდმივად ცხოვრების უფლებას", რაც არაფრით მოქალაქეობისგან არ განსხვავდება.

 

„საქართველოში თურქული, არაბული, ჩინური და ინდური სოფლები ჩნდება. მასიურად მიმდინარეობს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ჩამოსახლება ოჯახებით, მრავალრიცხოვანი ცოლებით და შვილებით, დედა-ბუდიანად. მიმდინარეობს მათთვის მიწების მიყიდვა, სადაც ისინი სახლდებიან კომპაქტურად და ქმნიან „თემებს" ძირითადად ესენი არიან თურქები, არაბები, ჩინელები და ინდოელები. ყველა ერმა, რომლებიც დღეს აღარ არსებობენ, ასე დაკარგა სამშობლო და ასე გადაშენდა როგორც ერი" , - წერს ბაღათურია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×