რეზონანსი
30.04.2017

 სოფელ ხურჩის მცხოვრებლების ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით 52 წლის ენვერი ბერია დააკავეს.

მეზობლების ინფორმაციით, მამაკაცი მისივე ყანიდან წაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, რუსი სამხედროები ბერიას დასაკავებლად საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ .

ოჯახი მედიასთან კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს. ადგილობრივების ინფორმაციით კი, რუსმა სამხედროებმა ბერიას გასათავისუფლებლად 50 000 რუბლი მოითხოვეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×