რეზონანსი
30.04.2017

 სეპარატისტული რეჟიმის ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით,

სოხუმის მერმა იტალიის ერთ-ერთ ქალაქთან განზრახვების შესახებ პროტოკოლს ხელი მოაწერა.

არსებული ცნობის თანახმად, პროტკოლს ხელი იტალიაში, ქალაქ ბარიში, ოკუპირებული აფხაზეთის საინვესტიციო პოტენციალის პრეზენტაციის მსვლელობისას მოეწერა.

სეპარატისტული რეჟიმისა და იტალიის ერთ-ერთ ქალაქს შორის გაფორმებული პროტოკოლის თანახმად, ხელმომწერები ურთიერთსარგებელზე დაფუძნებული თანამშრომლობის გაფართოებაზე, მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებაზე, მეცნიერებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობაზე, ტურიზმის, სავაჭრო ურთიერთობებისა და ბიზნესის გაგანვითარებაზე შეთანხმდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×