რეზონანსი
30.04.2017

 ქართლის ქარის ელექტროსადგურის გასაყიდ ფასს დაქირავებული აუდიტორული კომპანია მაისში გამოაცხადებს. ფასის დადგენის შემდეგ მოხდება გასხვისების პირობების შედგენა, შემდეგ კი ელექტროსადგური ელექტრონულ აუქციონზე განთავსდება. სადგური 27 იანვარს მოიხსნა სატესტო რეჟიმიდან და კვალიფიციურ საწარმოდ დარეგისტრირდა.

ენერგეტიკის განვითარების ფონდის ინფორმაციით, სადგურის შეძენის მიმართ ინტერესი დიდია. ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი სადგურის მიერ გამომუშავებულ 1 კვტ.სთ ელექტროენერგიას 6.89 ცენტად ყიდულობს.

ქართლის ქარის ელექტროსადგურის სიმძლავრე 20,7 მგვტ-ს შეადგენს. სადგური 6 ცალი 3,45 მგვტ-ის სიმძლავრის ქარის ტურბინისაგან შედგება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×