რეზონანსი
30.04.2017

„BBC"-ის ცნობით, დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმინისტრმა დევიდ კემერონმა ბაღის ფარდული იყიდა და იქ თავისი მემუარების დაწერას აპირებს. ფარდულში ყოფილმა პრემიერმა 25 ათასი ფუნტი გადაიხადა და უკვე საკუთარი სახლის ეზოში შესაბამისი ადგილიც მიუჩინა, ნაგებობაში შეშის ღუმელი და დივანი დგას.

როგორც ცნობილი ხდება, გასულ წელს დევიდ კემერონმა ავტობიოგრაფიული წიგნის დაწერაზე ერთ-ერთ გამომცემლობასთან კონტრაქტს მოაწერა ხელი. როგორც ვარაუდობენ, წიგნი გაყიდვაში მომავალ წელს გამოვა.

დევიდ კემერონი დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ლიდერი და გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი 2010 წლის 11 მაისიდან 2016 წლის 13 ივლისამდე იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×