რეზონანსი
30.04.2017

 „Reuters"- ინფორმაციით, შვეიცარიელი ალპინისტი უელი სტეკი ევერესტზე აკლიმატიზაციის დროს დაიღუპა. მთამსვლელი მწვერვალზე განსხვავებული მარშრუტით, თან ჟანგბადის ბალონის გარეშე აპირებდა ასვლას. ცხედარი ევერესტზე იპოვეს და ვერტმფრენით ნეპალში გადაიყვანეს გადაიყვანეს.

ალპინისტი მწვერვალებზე ასვლის ზებუნებრივი სიჩქარით იყო ცნობილი, რის გამოც, მას „შვეიცარული მანქანა" შეარქვეს.

ოთხშაბათს, სტეკი სოციალურ ქსელში წერდა, რომ ერთ დღეში იგი საბაზისო ბანაკიდან 7 000 მეტრის სიმაღლეზე ავიდა და უკან დაბრუნდა, რადგან დიდი სიმაღლისთვის შეჩვევის საუკეთესო მეთოდად „აქტიური აკლიმატიზაცია" მიაჩნდა. სტეკი ევერესტზე, ჟანგბადის გარეშე პირველად 2012 წელს ავიდა.

გასულ წელს ევერესტზე ასვლის მცდელობისას 5 ალპინისტი დაიღუპა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×