რეზონანსი
30.04.2017

აჭარის ა/რ მთავრობა ცნობით, სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე შექმნილი შეფერხებები, თურქეთის მხარეს საბაჟოზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებითაა გამოწვეული. აღნიშნული ფაქტის შესახებ, აჭარის მთავრობამ საქართველოს შინაგან სამინისტროს აღნიშნული უკვე აცნობა.

„აჭარის ა/რ მთავრობა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ საბაჟოზე შექმნილი შეფერხებები გამოწვეულია თურექეთის მხარეს საბაჟოზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო. აღნიშნული სამუშაოები, სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ გახდა მოქალაქეთა გადაადგილების შეფერხების მიზეზი , რაც განსაკუთრებით საგრძნობი ხდება შაბათ-კვირის დღეებში საქართველოში შემომსვლელთა გაზრდილი ნაკადის გამო" , - აცხადებენ აჭარის ა/რ მთავრობის წევრები.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×