რეზონანსი
01.05.2017

 ფინანსურმა პოლიციამ ყალბი ფულის დამზადება - გასაღების ფაქტზე, წინასწარი შეთანხმებით შექმნილი ჯგუფის ოთხი წევრი დააკავა. გამოძიებით დადგენილია, რომ ერთ - ერთი ბრალდებული, სისტემატურად ამზადებდა 100 და 200-ლარიან ყალბ კუპიურებს.

ბრალდებული ყალბ ფულს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების დახმარებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში და ფიზიკურ პირებზე ასაღებდა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×