რეზონანსი
01.05.2017

 ინდოეთის შტატ მადჰა-ფრადეშში, მასობრივ ქორწილში პატარძლებმა საჩუქრად ქმრებისგან დასაცავად ხის ხელკეტები მიიღეს. ამის შესახებ „BBC"-ი წერს.

გოგონებს ნახევარმეტრიანი ხელკეტები ერთ-ერთმა მინისტრმა, გოპალ ბჰარგავამ გადასცა. მან პატარძლებს მოუწოდა, რომ ხელკეტი იმ შემთხვევაში გამოიყენონ, თუ ნასვამი მეუღლეები მათ შეურაცხყოფას დააპირებენ.

მინისტრის თქმით, მას ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალების დახმარება სურს.გოპალ ბჰარგავამ გოგონებს ურჩია ჯერ სიტყვით შეეცადონ ქმრების დამშვიდება და თუ ამ გზით ვერაფერს გახდებიან, მაშინ ხელკეტები გამოიყენონ.მინისტრის ინფორმაციით, ამ მიზნით 10 ათასი ხელკეტი აქვს შეკვეთილი.

მასობრივ ქორწილში აღნიშნული საჩუქარი 700-მა პატარძალმა მიიღო. ყველა ხელკეტზე იყო წარწერა - „მთვრალების საცემად" და „პოლიცია არ ჩაერევა".

ინდოეთში მასობრივი ქორწილები ხშირად ტარდება. ასეთი ცერემონიებით, ხარჯების შემცირების მიზნით, ძირითადად დაბალშემოსავლიანი ოჯახები სარგებლობენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×