რეზონანსი
01.05.2017

 „აუდიტორია 115", პროფკავშირები და არასამთავრობო ორგანიზაციები აქციას მართავენ. „აუდიტორია 115"-ის წარმომადგენლები უნივერსიტეტის შენობასთან შეიკრიბნენ. მათ აქციის მონაწილეებს საკუთარი მოთხოვნები გააცნეს. ისინი ქვეყანაში შრომითი ინსპექციის შექმნას, შრომის უფლებების გაზრდას, ადეკვატურ ანაზღაურებას და უსაფრთხო სამუშაო გარემოს ითხოვენ.

აქციაზე იმყოფება პროფკავშირების ხელმძღვანელიც. აქცია მსვლელობით ვარდების მოედნისკენ დაიძრა, სადაც მათ პროფკავშირების წარმომადგენლები და რეგიონებიდან ჩამოსული არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები შეუერთდებიან. ვარდების მოედნიდან აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს.

შრომითი უფლებების დაცვის მოთხოვნით აქცია „ქალთა მოძრაობამაც" გამართა. მოძრაობის წევრები ითხოვენ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, შეიქმნას ქმედითი შრომითი ინსპექცია, რომელიც ქალთა უფლებებს გაითვალისწინებს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×