გარემოს დაცვის ინსპექციამ ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 5 ფაქტი გამოავლინა. მძღოლებმა სათანადო დოკუმენტაცია ვერც ერთ შემთხვევაში წარმოადგინეს.
კასპში, სოფელ აღაიანის მიმდებარედ, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მოქალაქეს 2.81 კუბური მეტრი ფიცარი გადაჰქონდა.ხაშურიდან თბილისის მიმართულებით, მოქალაქეს 3,5 კუბური მეტრის, სოციალური ჭრის საფუძველზე გაცემული მორები გადაჰქონდა და ადმინისტრაციულ საზღვრებს გასცდა.
მცხეთაში ავტომაგისტრალზე გაჩერებული ავტომანქანის ძარაზე, 5 კუბური მეტრი წიწვოვანი ჯიშის ფიცარი იყო განთავსებული.გარემოს დაცვის ინსპექციამ ასევე მცხეთაში , სოფელ წეროვანთან 2 კუბური მეტრი წიწვოვანი სახეობის დახერხილი ფიცრის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინა.
სოფელ წეროვანთან კიდევ ერთი მოქალაქე, 2 კუბური მეტრი წიწვოვანი სახეობის დახერხილი ფიცრის უკანონო ტრანსპორტირებისას რეგიონის საზღვრებს გასცდა.