რეზონანსი
01.05.2017

 ჩრდილოეთ ჩინეთში, შანქსის პროვინციაში, სასიძო ქორწილის დღეს დააკავეს. პატარძლის ახლობლებმა გამოააშკარავეს, რომ სიძის მიერ დაპატიჟებული 200 სტუმარი, მისი ოჯახის წევრების და მეგობრების ნაცვლად, დაქირავებული მსახიობები იყვნენ. ამის შესახებ "BBC"-ი წერს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, პატარძლის ახლობლებს ეჭვი მაშინ გაუჩნდათ, როდესაც სიძის „მეგობრები" ისტორიების მოყოლისგან თავს იკავებდნენ და უბრალოდ ხაზს უსვამდნენ, რომ ისინი კარგი მეგობრები იყვნენ.

როგორც მსახიობებმა ადგილობრივ ტელევიზიასთან საუბრისას აღნიშნეს, მათ 80 იუანი, დაახლოებით 12 დოლარი გადაუხადეს.

როგორც პატარძალმა აღნიშნა, ისინი 3 წელი ერთად იყვნენ, თუმცა სრულიად განსხვავებული შეხედულების მეგობრები ჰყავდათ და ერთმანეთს ვერ უგებდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×