რეზონანსი
01.05.2017

 სტამბულის პოლიციამ ტაქსიმის მოედანზე 207 დემონსტრანტი დააკავა. სამართალდამცველებმა აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.ამის შესახებ ინფორმაციას, სააგენტო „reuters"-ი ავრცელებს.

აქცია მშრომელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა. პოლიციის მისამართით ისმოდა შეძახილები - „ტაქსიმი ჩვენია და ჩვენად დარჩება."

სტამბულის მთავრობის წარმომადგენლის ცნობით, აქციის მონაწილეებს მოლოტოვის 40 კოქტეილი, 176 ფოიერვერკი, 17 ხელყუმბარა და რამდენიმე პლაკატი ჩამოართვეს.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×