რეზონანსი
01.05.2017

 გარემოს ეროვნული სააგენტო კვირის განმავლობაში მოსალოდნელ ამინდის პროგნოზს აქვეყნებს. დღის ბოლომდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +26, +31 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში საღამოს საათებში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი იქნება.

2 მაისს დღისით შედარებით მაღალი ტემპერატურა იქნება და ზოგან იწვიმებს.

3 - 7 მაისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

3 - 4 მაისს ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს და +19, +24 გრადუსი იქნება. 5 - 6 მაისს +23, +28 გრადუსამდე დათბება. 7 მაისს ისევ შედარებით გრილი ამინდია მოსალოდნელი.

1 - 7 მაისს ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში შესაძლებელია სეტყვა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×