რეზონანსი
01.05.2017

 თბილისში ეუთოს წარმომადგენლების ვიზიტი გრძელდება. სახალხო დამცველთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ, დელეგაცია საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის დეპუტატებს შეხვდა. მათ მედია თავისუფლების საკითხზე და „რუსთავი 2"-ის გარშემო განვითარებულ პროცესებზე ისაუბრეს.

„ვისაუბრებთ იმ სერიოზულ საფრთხეზე, რომელსაც ქვეყანას უქმნის რუსული პროპაგანდა და იმაზე, რომ დღევანდელი ხელისუფლება არაფერს აკეთებს და პირიქით, ხშირად ეხმარება რუსული პროპაგანდისტული არხების მუშაობას" , - განაცხადა „ენმ"-ს წევრმა სალომე სამადაშვილმა.

ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების" წევრი, ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ შეხვედრაზე მედიაომბუდსმენის ინსტიტუტზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ მას ჟურნალისტები უნდა ირჩევდნენ.

„მე ხაზგასმით ვთქვი, რომ დღეს მედია ბევრად თავისუფალია, ვიდრე ის იყო სააკაშვილის რეჟიმის ეპოქაში" , - აღნიშა ირმა ინაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×