რეზონანსი
02.05.2017

„BBC" -ის ცნობით, ქალაქ ტორონტოს ფინანსურ ცენტრში აფეთქება მოხდა.

გამოცემის ცნობით, ცენტრის სარდაფში განლაგებულ ელექტროკაბელებს მოკლე ჩართვის გამო ცეცხლი წაეკიდა, რამაც რამდენიმე აფეთქება გამოიწვია.

ტორონტოს სახანძრო სამსახურმა აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა.

აფეთქებისას წარმოქმნილი კვამლის გამო, ფინანსური ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მანქანების მოძრაობა გართულდა. აფეთქებამ მეტროს მუშაობაც შეაფერხა. ძლიერი კვამლის გამო, მიმდებარე შენობებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×