რეზონანსი
02.05.2017

შალვა ნათელაშვილი გიორგი მარგველაშვილს გადადგომისკენ მოუწოდებს. „ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის განცხადებით, თუ გადამწყვეტი ნაბიჯები არ გადაიდგა, ქართველ ხალხს პრეზიდენტის არჩევის უფლება წაერთმევა. ნათელაშვილის განცხადებით, ამ სიტუაციაში პრეზიდენტის გადადგომა ერთადერთი გამოსავალია.

„კონსტიტუციის პროექტში ჩაწერილი გახლავთ, რომ 2018 წელს ახალი პრეზიდენტის ფიცის დადებისთანავე, შედის ძალაში ხალხისთვის პრეზიდენტის არჩევის უფლების წართმევა. თუ გადამწყვეტი ნაბიჯები არ გადაიდგა, ქართველ ხალხს პრეზიდენტის არჩევის უფლებას ჩამოართმევენ. პირველ რიგში, მივუწოდებ საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს, ბატონ მარგველაშვილს, გამოაცხადოს გადადგომა, რაც გამოიწვევს ორ თვეში ახალ საპრეზიდენტო სახალხო არჩევნებს" , - განაცხადა ნათელაშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×