რეზონანსი
02.05.2017

 „ფლაგვის დეტექტორის" ინფორმაციით, გამწვანების კოეფიციენტის მიხედვით, თბილისი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ჩამორჩენილი დედაქალაქია.

„დღესდღეობით, ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით 3 კვ. მეტრის მწვანე საფარი მოდის, რაც ქალაქისთვის რეკორდულად დაბალ მაჩვენებელს წარმოადგენს. მერიის ინფორმაციით, ამ საკითხზე ინფორმაცია ბოლოს 2001 წელს განახლდა და მაშინ ეს ნიშნული 5.6 მ2 იყო. მას შემდეგ მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა და მაჩვენებელი 3-4 კვ.მეტრამდე ჩამოვიდა".

საქართველოს პარლამენტის კვლევითი დეპარტამენტის დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ევროპის საბჭოს 31 ქვეყნის დიდ ქალაქებში გამწვანების საშუალო მაჩვენებელი 35.5 მ2-ია.

გამწვანების კოეფიციენტი ერთ სულ მოსახლეზე სხვადასხვა ქალაქებში: ვენა - 120 კვ.მ, სტოკჰოლმი - 87.7 კვ.მ, ამსტერდამი - 45.5 კვ.მ, ლონდონი - 27 კვ.მ, სინგაპური - 66 კვ.მ, სტამბული - 6,4 კვ.მ.

ამ საკითხით დაინტერესებული პირებისა და ექსპერტების აზრით, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის არარსებობა და თბილისის მერიის უსისტემო პოლიტიკა, გაუარესებული მდგომარეობის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია. გამწვანების ყველაზე მაღალი კოეფიციენტი თბილისში 1983 დაფიქსირდა და 13 კვ.მ შეადგინა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×