რეზონანსი
02.05.2017

 ისეთი ფილმების ჩვენების წინ, რომლებშიც სიგარეტს ეწევიან, აუცილებლად უნდა იყოს გაფრთხილება იმის შესახებ, თუ რა დამაზიანებელი ეფექტი აქვს თამბაქოს მოწევას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

„მხატვრულ ფილმებში დადებითი ნიმუშების ჩვენებაზე დიდია სიგარეტის გავლენა, განსაკუთრებით ახალგაზრდობის განწყობებზე და ამან შეიძლება ახალგაზრდებში მოწევის მიმართ დადებითი განწყობის ჩამოყალიბებას ხელი შეუწყოს. ამიტომ, ისეთი ფილმის ჩვენებამდე, სადაც სიგარეტს ეწევიან, აუცილებლად უნდა გადიოდეს რეკლამა იმის შესახებ, თუ როგორ აზიანებს თამბაქო ადამიანის ორგანიზმს ", - განაცხადა მაღრაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×