რეზონანსი
02.05.2017

 სააგენტო „ანადოლუს" ინფორმაციით, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში მდებარე თურქეთის საკონსულოს, უცნობმა პირებმა, საღებავით სავსე ბოთლები დაუშინეს. საელჩოსთან გვერდით მდებარე შენობაზე კი წარწერა დატოვეს „მოკალი ერდოღანი".

ციურიხში თურქეთის გენერალური კონსულის ასიე ნურჯანის განცხადებით, დიპლომატიური მისიის შენობაზე თავდასხმა სულ მცირე 60 ადამიანმა განახორციელა. დაკავებული არავინ არის.

„საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. თავდასხმა არასამუშაო დღეს მოხდა", - აღნიშნა დიპლომატმა.

როგორც სააგენტო „ანადოლუ" იუწყება, თავდასხმის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი არიან „ქურთისტანის მუშათა პარტიის" მხარდამჭერები.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×