რეზონანსი
02.05.2017

 საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის საავტომობილო გვირაბში სარემონტო სამუშაოების გამო, 3 მაისს, ღამის 01:00 სთ-დან დილის 07:00 სთ-მდე, გვირაბში ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება. ხოლო დღის დანარჩენ პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელ გზაზე.

დროის ამ პერიოდში, რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე, 2 სხვადასხვა ადგილას, უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე მექანიზმების მორიგეობა.

რიკოთის საავტომობილო გვირაბში მოძრაობის ჩაკეტვა და საავტომობილო გვირაბის შემოსავლელ გზაზე სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობის გადართვა განხორციელდება თანდართული დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×