საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე სახალხო დამცველის პროკურატურისთვის მიცემული რეკომენდაციები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ „სახალხო დამცველმა ყველანაირ ზღვარს გადააბიჯა და ის უკვე მიკერძოებულ მხარედ გვევლინება".
გოგაძის თქმით, რეკომენდაციების უმრავლესობა, საკმაოდ შორს არის ობიექტურობისაგან.
გოგაძემ ნანუაშვილი დეკანოზის საქმეზე გამოთქმული პოზიციის გამოც გააკრიტიკა, რომელშიც სახალხო დამცველი ამბობს, რომ მხარეთა თანასწორობა დაცული არ არის, რადგან დაცვის მხარეს გაუთქმელობის პირობაზე აქვს ხელი მოწერილი.
„ვერანაირად ვერ დავეთანხმები. სამწუხაროდ, სახალხო დამცველმა ყველანაირ ზღვარს გადააბიჯა ამ მიმართულებით და ის გვევლინება მიკერძოებულად და მხარედ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კომენტარებს აკეთებს იმ ფონზე, როდესაც არანაირი ინფორმაცია არც კი ჰქონდა გამოთხოვილი პროკურატურისგან და არც კი აინტერესებდა", - განაცხადა გოგაძემ.