რეზონანსი
02.05.2017

 ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ოზურგეთის მერიამ უკანონოდ დამონტაჟებული სავაჭრო კონსტრუქციები დაშალა.

ოზურგეთის მერიის ინფორმაციით, მოვაჭრეები ქუჩაში ვაჭრობის აკრძალვასთან დაკავშირებით ბევრჯერ გააფრთხილეს და მათ ვადა აღდგომის დღესასწაულამდე ჰქონდათ მიცემული, წინააღმდეგ შემთხვევაში კი კანონის შესაბამისად დაჯარიმდებოდნენ.

ოზურგეთის მერის ბეგლარ სიორიძის განცხადებით, გარემოვაჭრეებმა სიტყვიერი გაფრთხილება არ გაითვალისწინეს და აგრარული ბაზრის გარე ტერიტორიაზე ვაჭრობა კვლავ გააგრძელეს.

„ჩვენ კანონის შესაბამისად მოვიქეცით და გარევაჭრობა ავკრძალეთ. მათ ჰქონდათ არასათანადო პირობებში განთავსებული პროდუქტი, რომელიც დიდ ზიანს აყენებს მოქალაქეთა ჯანმრთელობას, ფერხდება, როგორც ავტოსატრანსპორტო საშუალებათა, ისე ქვეითთა მოძრაობის პროცესი და მახინჯდება ქალაქის იერ-სახე. ჩვენ მოვაჭრეებს შევთავაზეთ ალტერნატიული ფართები, სადაც საშუალება აქვთ მოწესრიგებულ გარემოში ივაჭრონ", - განაცხადა ბეგლარ სიორიძემ.

ოზურგეთის მერიის განცხადებით, მოვაჭრეები ბაზარის შიდა ტერიტორიაზე გადასვლის შემთხვევაში გადასახადისგან სამი თვის მანძილზე განთავისუფლდებიან. ამასთან, ბაზარში დახლის დღიური გადასახადი 90 თეთრია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×