რეზონანსი
02.05.2017

 ამერიკელებმა, სამხრეთ კორეაში ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა „THAAD" განალაგეს. სისტემას შეუძლია 200 კილომეტრის რადიუსში და 150 კილომეტრის სიმაღლეზე რაკეტა გაანადგუროს.

ამერიკული სისტემის საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანას რამდენიმე თვე დასჭირდება. ამერიკელმა სამხედროებმა, სამხრეთ კორეაში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განლაგების შესახებ განცხადება მას შემდეგ გააკეთეს, რაც ჩრდილო კორეამ 4 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.

ანალოგიური სისტემა განლაგებულია ჰავაიზე და კუნძულ გუამიზე, მისი მთავარი ამოცანაა ჩრდილო კორეის მხრიდან მომდინარე საფრთხის განეიტრალება გადაწყვეტილება „THAAD" განლაგების შესახებ 2016 წელს მიიღეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×